logo_geo
იუნა შაფათავა: მე ვიყავი გაუპატიურებული, მაგრამ კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მივმართე!
- +

3 მაისი. 2018. 21:33

 

 

მსახიობმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა, სკანდალური გულახდილობით განთქმულმა იუნა შაფათავამ, საქართველო დატოვა და ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა. ამჟამად ნიუ იორკში თარჯიმნად მუშაობს, პარალელურად დადის სამსახიობო კასტინგებზე, ესწრება სხვადასხვა მასტერკლასებს.

 

ოკეანის გაღმიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და კომენტარებსაც სოციალური ქსელით აქტიურად აქვეყნებს. შაფათავა ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ყოველთვის იყო.

 

„რომელმა ქალებმა ამოიღეს ხმა? მაგათ არ ვთვლი ქალებად. ბაია პატარაიების ორგანიზაციების მიზანი მხოლოდ მოგებაა.

 

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სულ ვიყავი. ჩემი პირველი სამსახური ორ დღეში დასრულდა. მაშინ 21 წლის ვიყავი და კომპანიის დირექტორმა მითხრა, არაფერი აკეთო, მე მიყვარს ქერა ქალებიო. შემდეგ ამას მოჰყვა დიდი ამბავი, დედაჩემი გადაირია. მე ვიყავი გაუპატიურებული, მაგრამ კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მივმართე.

 

ასეთ ორგანიზაციებში არიან პოლიტიკური გარემოთი გამოკვებილი ადამიანები. ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, პოლიტიკასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ამან ჩაძირა საქართველო. იგივე ჩემი ჩოგბურთელი და, სოფია, აიღეთ. მისთვის თანხა არასდროს ყოფილა გამოყოფილი. ყველა უწყებაში ასეთ პასუხს ვიღებდი, შენი და ივანიშვილთან მუშაობს და საკმარისი თანხები გაქვთო.

 

სპორტის სამინისტროში ერთ-ერთი ჩინოსანი ხელით მწვდა და მითხრა, შენს საყვარლებს უთხარი, რა გაგვიხურე საქმე შენი დის ჩოგბურთით-თქო. კაცები ისხდნენ, ღრიალებდნენ და შეურაცხოფას მაყენებდნენ. ეს ყველაფერი დავწერე, მივმართე პარლამენტს, ოლიმპიურ კომიტეტს, გენინსპექციას, მაგრამ პასუხი არავისგან იყო“, - განაცხადა შაფათავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი