logo_geo
„დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა“ - დიაბეტის მკურნალი წყარო აჭარაში
- +

4 მაისი. 2018. 21:59

 

თუ შესაბამისმა გამოკვლევებმაც დაადასტურა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან გამოგზავნილი შეტყობინება შესაძლოა, უნიკალური მოვლენის სათავედ იქცეს - მოსახლეობის თქმით, სოფელში შემთხვევით აღმოჩენილმა წყარომ უამრავი ადამიანი განკურნა დიაბეტისაგან. ჩვენც დავინტერესდით და სოფელ ბუთურაულის რწმუნებული ამირან მახაჩაძე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 

ამირან მახაჩაძე: ამ წყაროს ძალა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადე და მართლაც სასწაული ქნა.

 

- წყარო როგორ აღმოაჩინეთ?

 

- სოფელში ერთი ვაკე ადგილია, ნატბეურებს ვეძახით, ირგვლივ ფერდობებზე მშვენიერი ფიჭვის ტყეებია. სწორედ აქ მინდოდა სიმინდის დათესვა. რახან ყამირი იყო, ფერდობზე ტრაქტორი ჩავიყვანე, მაგრამ ტრაქტორს მიწა ჩაექცა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა.

 

შევნიშნე, რომ ღრმული შიგნით ნელ-ნელა სველდებოდა წყლით. მივხვდით, რომ მიწისქვეშა წყალს მივადექით.

 

ტექნიკაზე უარი ვთქვი და ხელით შევუდექი მიწის დამუშავებას. მუშაობისას ბუნებრივია, დაღლილ კაცს წყალი მოუნდება. ჩემს თავს ვუთხარი, რაღა შინიდან წამოღებული გამთბარი წყალი ვსვათ, აგერ, ეს წყალი დავლიოთ-მეთქი. ცივი წყალი იყო, ოღონდ, ბოლო ყლუპზე გადაყლაპვისას ვიგრძენი, რომ წყალი ჩვეულებრივთან შედარებით, თითქოს ბლანტი იყო. ეს ბიჭებმაც თქვეს, - თითქოს სქელია, მაგრამ, გემრიელია და სანამ ვმუშაობთ, ვსვათო. მაშინ განსაკუთრებული არაფერი მიფიქრია, მაგრამ ერთი ეგ კი იყო, რომ რაღაცნაირად ჩიტივით შევმსუბუქდი. დიაბეტი მაქვს და ხშირად ვგრძნობ სისუსტეს. მოკლედ, სისხლში შაქრის დონე საგანგებოდ გავიზომე და 85 ნიშნულზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იმწამს არ დავიჯერე, რომ ეს წყაროს მოქმედებით მოხდა, მაგრამ რაღაც ეჭვმა გამკრა და შაქრიანი დიაბეტი ვისაც აქვს, ყველას ვთხოვე, - ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ-მეთქი. დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი