logo_geo
წალენჯიხის 120 წლის წინ თურქების მიერ აშენებული ოთხბუხრიანი ოდა ინტერნეტჰიტად იქცა!
- +

4 მაისი. 2018. 23:59

 

სოციალურ ქსელში ოთხბუხრიანი, უძველესი ოდის ფოტო გავრცელდა, რომლის შესახებაც ეწერა რომ თურქების მიერ არის აშენებული ჯერ კიდევ 1895 წელს... ოდა ძალიან ბევრ დამსვენებელს იზიდავს და როგორც დამსვენებლები მიიჩნევენ, ზაფხულობით ამ ოდაში დასვენება და ძილი ძალიან დიდი ბედნიერებაა... ოდაზე მისი ბინადარი – გვანცა ფიფია shin.ge-ს ესაუბრა:

 

„წალენჯიხის რაიონის სოფელ – მუჟავაშია ეს უძველესი, ხის სახლი. ოდა 1994-1995 წლებში აშენდა თურქების მიერ და დღეს უკვე 120 წელზე მეტი ხნისაა... ოდა გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ ჩვენს სოფელში ერთადერთია შემორჩენილი. ამიტომაც მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობს... აღსანიშნავია  რომ სრულიად პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. მხოლოდ სახურავი შევუცვალეთ რამდენიმე წლის წინ, რადგან მთლიანად სახლის განადგურების საფრთხე იქმნებოდა... ჩვენს ეზოში ჩვეულებრივი, თანამედროვე სახლიც დგას, სადაც მუდმივად ვცხოვრობთ და ოდა საპატიოდ სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. დამსვენებლებს ყველას ოდაში სურთ ყოფნა. ვინც კი უცხო მოდის, ყველა ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს და ისევ სურთ მოსვლა...“ - განაცხადა ფიფიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი