logo_geo
„ბოკერიას გუნდი 20 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას არ დაესწრება, რადგან...“
- +

29 დეკემბერი. 2016. 16:31


 


„გიგა ბოკერიას გუნდი 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას არ დაესწრება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მათთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ", - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მხადამჭერი და ამჟამად გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს.


ხაბეიშვილის ინფორმაციით, გიგა ბოკერია ეცდება ყრილობა არალეგიტიმურად გამოაცხადოს, რის შემდეგაც შესაძლოა პროცესებმა სასამართლოში გადაინაცვლოს.


„დარწმუნებული ვარ, ბოკერიას გუნდი ეცდება იურიდიული კაზუსების პოვნას, რათა სასამართლოს მიმართონ. 20 იანვარს ყრილობაზე მათი დასწრება ნიშნავს, რომ იქვე მოსთხოვენ პარტიული მანდატების დატოვებას, ძალიან უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ დეპუტატებს რომლებიც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდნენ. ამიტომ ისინი არ დაესწრებიან ყრილობას და ეცდებიან სააკაშვილს სამართლებრივად წაართვან პარტია", - აცხადებს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ლევან ხაბეიშვილი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი