logo_geo
თათა ვარდანაშვილი: ადამიანი, რომელიც საკუთარ წარსულს პატივს არ სცემს, ის ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფს!
- +

7 მაისი. 2018. 23:13

 

 

ე.წ. პრეზერვატივების საქმეზე საქალაქო სასამართლომ „აიისას“ დირექტორი ანი გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სარჩელით, 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და პროდუქციის გაყიდვიდან ამოღებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიზაინერი თათა ვარდანაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

 

„არც ერთ ადამიანს აქვს უფლება თამარ მეფის სახელი შეურაცხყოს, მით უფრო პრეზერვატივზე გამოსახოს. გასაგებია, რომ პრეზერვატივი პირველადი მოხმარების საგანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, ისევე, როგორც კბილის ჯაგრისი და სხვა. გამოხატვის თავისუფლება და საკითხების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ვის უნდა მოუვიდეს თავში აზრად შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მორწმუნეებს, პრეზერვატივის გარეკანზე სიწმინდის გამოსახვით მხოლოდ იმის გამო, რომ გაიყიდოს და ხალხის ყურადღება ამით მიიქციოს.

 

ჩვენ ლოცვებში მოვიხსენიებთ ჩვენს მეფეებსა და დედოფლებს. ეს მდაბიოზე მდაბიო საქციელია - ადამიანის ცნობიერებას აკნინებს, თორემ მორალსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი არაა. ადამიანი, რომელიც საკუთარ წარსულს პატივს არ სცემს, ის ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფს. ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ სწორედ ჩვენი წინაპრების უდიდეს სახსოვარზე.

 

ვფიქრობ, რომ ჯარიმა ძალიან ცოტაა, თუმცა ის, რომ ჯარიმა საერთოდ არსებობს და სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, ეს უკვე კარგია.

 

ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია იმიტომ კი არა, რომ ადამიანმა საკუთარი ბიზნესი არ უნდა აწარმოოს ან ვიღაც უნდა დაისაჯოს თავისი შეხედულებებისა და არასწორად გამოტანილი დასკვნების გამო, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანმა საკუთარი, ნახმარი თეთრეული გარეთ გამოფინოს. ის, რითაც ჩვენი ერი ამაყობს, რითაც მდიდარია ჩვენი სულიერი სამყარო, ის, რაზეც „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, არ შეიძლება ისეთი ყოფითი მოხმარების საგანზე იყოს დატანილი, როგორიც პრეზერვატივია!“ - განაცხადა თათა ვარდანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი