logo_geo
ზურაბ ბიგვავა: სააკაშვილს ასეთი შეხვედრა იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკურ აქტივობას აწარმოებს
- +

8 მაისი. 2018. 19:31

 

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც ჰოლანდიაში შედგა. ბიგვავას თქმით, სააკაშვილს ასეთი შეხვედრები იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ თითქოს პოლიტიკურ აქტივობას აწარმოებს.

 

„ისინი ძალიან პატარა პარტიები არიან და მათ არანაირ არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ. ეფემერულ შანსზე შეიძლება მხოლოდ საუბარი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გაერთიანებას მართლაც შექმნიან. თუმცა, ამის ალბათობაც ძალიან დაბალია. ოპოზიციამ მოლაპარაკება ვერასდროს შეძლო. ახლა სააკაშვილისთვის ყოველი პოლიტიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, თორემ პოლიტიკოსებად მათ არასდროს აღიქვამდა.

 

ამსტერდამში სააკაშვილი თავისავე პარტიის განშტოებებს შეხვდა. რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არავინ უყურებს.

 

სააკაშვილს ასეთი შეხვედრა იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ რაღაც პოლიტიკურ აქტივობას აწარმოებს, რომ ვითომპოლიტიკოსებთან აქვს საქმე. ის ამბობს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური კლასის განადგურება სურს, ეს იმ ოპერიდან არის, როცა ამბობენ ხოლმე: ჩვენ ვართ ძლიერები და ჩვენს წინააღმდეგ სერიოზული დევნა მიდის.

 

NDI-ის კვლევებშიც კარგად გამოჩნდა, რომ ელექტორატს პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი აქვს. ხელისუფლება სამჯერ მეტად რეიტინგულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება პოლიტიკოსებს კი არ ებრძვის, არამედ საზოგადოების პოლსზე უდევს ხელი და ამიტომაც საზოგადოების მხარდაჭერაც აქვს“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი