logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი): ჩემი სახელით ნუ მანიპულირებენ!
- +

8 მაისი. 2018. 23:00

 

მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) როგორც „რეპორტიორს“ განუცხადა, facebook-ზე შეიქმნა Account-ი (გიორგი უცნობი გაჩეჩილაძე), რომელიც აქტიურად აქვეყნებს პოსტებს. მომღერალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ გვერდთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

„ვიღაც მანიპულირებს ჩემი სახელით, აქვეყნებს სტატუსებს. Facebook-ზე შეიქმნა Account-ი, „გიორგი უცნობი გაჩეჩილაძე”. აღნიშნული გვერდი არ არის ჩემს საკუთრებაში. მინდა მივმართო აღნიშნული გვერდის მფლობელს, რომ ჩემი სახელით ნუ მანიპულირებენ!“ - განაცხადა „რეპორტიორთან“ საუბარში გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

აქვე გთავაზობთ, ბოლო სტატუსს, რომელიც აღნიშნული Account-ით გავრცელდა:

 

„მეგობრებო ბევრი ემიგრანტი მწერს კითხვით და გულის ტკივილით გვეშველება რამე?! არ ვიცი! მე რაც შემიძლია დაგეხმაროთ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, ჩემი ერთი მეგობარი არის უკვე საკმაოდ დიდი ხანი ემიგრანტი და შეძლებს მოიძიოს დაფინანსება თქვენთვის მცირე ბიზნესისთვის... ოღონდ ბიზნესი უნდა იყოს დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან და მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე! მე რაც შემიძლია, დაგეხმარებით! და საერთოდ, გირჩევთ, დარჩეთ თქვენს სამშობლოში! სამშობლოს სჭირდებით!“

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი