logo_geo
გელა ზედელაშვილი: ნიკა გვარამიას ბოლო კრამიტიც დაუცურდა!
- +

9 მაისი. 2018. 12:04

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

 

„მაშინ, როცა „ცრუსთავი 2“-ისა და ნიკოლოზ გვარამიას მტკიცებით, საქართველოში გაჭირვებაა და შიმშილი მძვინვარებს, იგივე ტარაკუა გვარამია გუგული მაღრაძის დასაცინად 500-ლარიან ჯილდოს აწესებს. აი, რას წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე:

 

„ვაცხადებ კონკურსს გუგული მაღრაძის დასაცინ სახელზე. საუკეთესოს გამოვავლენ მე და გადავცემ 500 ლარს (ლაიქების რაოდენობას მნიშვნელობა ექნება, მაგრამ არა გადამწყვეტი). სახელი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სიტყვისგან. დავიწყეთ და კვირას 23:59 წუთამდე ვიღებ ვარიანტებს. თუ არც ერთი არ მომეწონა ძალიან, პრიზს არავისაც არ გადავცემ. თუ 2 ან სამი – პრიზი გაიყოფა. არ ვხუმრობ, დრო ჩაირთო“.

 

ფაქტია, უდღეურ გვარამიას ბოლო კრამიტიც დაუცურდა, რომელიც ისედაც დაზიანებული იყო და თავში წყალი გრიალით ჩასდიოდა. ტიპი კაიფობს, ტიპი ღლიცინებს, ხვალ გადმოდგება „ცრუსთავი 2“-ის ეკრანიდან და დაიწყებს გამხმარ მკერდზე მჯიღის ცემას, ხალხს უჭირსო. თუ უჭირს, მაშინ იმის დადგენაც შეიძლება, რამდენი ბავშვისა თუ მოხუცის დაპურება შეიძლება 500 ლარად!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი