logo_geo
ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს...
- +

29 დეკემბერი. 2016. 20:37


 


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ გუნდს ქვეყნის განვითარების  მკაფიო ხედვები აქვს. კობახიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს.


„მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო ბირთვს, დარმუწნებული ვარ, ერთად ვიმუშავებთ. ამ გუნდს აქვს მკაფიო ხედვა, ჩვენი ქვეყნის განვითარების. მათ შორის აქცენტი კეთდება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე!" , - განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი