logo_geo
„ბოკერიას გუნდი ყრილობას არ დაესწრება“ - რას გეგმავენ სააკაშვილის მხარდამჭერები...
- +

29 დეკემბერი. 2016. 21:17


 


„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მხადამჭერი და ამჟამად გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი ლევან ხაბეიშვილი „პრაიმტაიმთან" „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრობს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გიგა ბოკერიას გუნდი 20 იანვარს პარტიის ყრილობას არ დაესწრება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მათთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.


„დარწმუნებული ვარ, ბოკერიას გუნდი ეცდება იურიდიული კაზუსების პოვნას, რათა სასამართლოს მიმართონ. 20 იანვარს ყრილობაზე მათი დასწრება ნიშნავს, რომ იქვე მოსთხოვენ პარტიული მანდატების დატოვებას, ძალიან უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებენ დეპუტატებს რომლებიც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდნენ. ამიტომ ისინი არ დაესწრებიან ყრილობას და ეცდებიან სააკაშვილს სამართლებრივად წაართვან პარტია, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა აშკარად მიშას მხარეზეა.

 

ცალსახაა, რომ ბოკერია წაგებულ თამაშში არ წავა, მისი გუნდი ყრილობას არ დაესწრება და სირცხვილის დერეფნში არ გაივლის, რისი მოწყობის ალბათობაც არსებობს.

 

დღეს რა პროცესიც მიდის, ამაზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, როცა პარტია დატოვა. მაშინ გიორგიმ ღიად განაცხადა, რომ ბოკერიას გუნდი ცდილობს სააკაშვილის პარტიიდან ჩამოცილებას. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილი იმკის შედეგს", - აცხადებს ხაბეიშვილი.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი