logo_geo
„რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზები გადის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელსაც ვერ დავთმობთ”
- +

29 დეკემბერი. 2016. 21:44


 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ GDS-ის გადაცემა 2030-ში კითხვას რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ზოგადად კომპრომისი შესაძლებელია, თუმცა საქარტველოს აქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ამ კუთხით, რომლებიც გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ხაზები რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ გაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აღიარებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას, ეს ბუნებრივია, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე . და ამ კუთხით პროგრესს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი ამოცანა გახლავთ კიდევ ერთხელ პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე მაქსიმალური პროგრესის მიღწევა სხვადასხვა მიმართულებით. გვაქვს უკვე ხელშესახები პროგრესი, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ჰუმანიტარული მიმართულებით.  ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძლდეს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


კითხვაზე, ხომ არ მოუწევს კომპრომისზე წასვლა რუსეთთან ურთიერთობებში მმართველ გუნდს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომპრომისები შესაძლებელია, მაგრამ სტრატეგიული პრიორიტეტები არსებობს, რომლის დათმობაც შეუძლებელია.


„რა თქმა უნდა, ზოგადად პოლიტიკაში კომპრომისი შესაძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ამ კუთხით. ეს წითელი ხაზები გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს არის ის სტრატეგიული პრიორიტეტები, რომელსაც ჩვენ ვერ დავთმობთ",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან აქვს ძალიან მნიშვენლოვანი მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში.


„მე მაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ვიზალიბერალიზაციის პროცესი და გაიხსნება ევროპის კარი ჩვენი მოქალაქეებისათვის",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



 

big_banner
არქივი