logo_geo
ირაკლი კობახიძე: აქტიურად გრძელდება ის კურსი, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლიდან
- +

29 დეკემბერი. 2016. 21:44




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ GDS-ის გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ აქტიურად გრძელდება ის კურსი, რომელიც ქვეყანამ 2012 წლიდან აიღო. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველომ 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გამოიარა.


„აქტიურად გრძელდება ის კურსი, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლიდან და რომლის საფუძველზეც ჩვენ გვაქვს კონკრეტული და ხელშესახები მიღწევები, ფუნდამენტური მიღწევები, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ეკონომიკური სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკის სფეროში და მომავალი წლიდან ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ახალი შემართებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარების გეგმაზე. სწრაფი განვითარება ჩვენი მიზანი და ამოცანაა და ამისათვის შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელის განხორციელებაც პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და ამ გეგმის განხორციელებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების საშუალოზე მაღალი ტემპი რეგიონულ კონტექსტში დღეს, თუმცა ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ამით არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ. ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპები, რომელიც უნდა აისახოს კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ოჯახებზე, მათთვის უნდა გახდეს შესაბამისი შედეგები ხელშესახები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა ძალიან მალე გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს", - განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი