logo_geo
გიორგი გილიგაშვილი: მე ვეტრფი თავისუფლებას და მსურს სრული თავისუფლება შევიცნო
- +

15 მაისი. 2018. 00:48

 

„იყო და არა იყო რა…“-  ასე იწყებს გიორგი გილიგაშვილი HELLO!-ს თან საუბარს. მართლაც რომ შორეული წარსულიდან შემთხვევით მომავალში მოხვედრილ ადამიანს ჰგავს ივნისის ნომრის სტუმარი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების გმირებს მახსენებს. ამონარიდი ინტერვიუდან, რომლის სრულად წაკითხვას HELLO!-ს ივნისის ნომერში შეძლებთ.

 

- ბევრი სწორედ თქვენი სავიზიტო ფრაზით – „ჩემმა მზემ“, გიცნობთ და გახსენებენ…

 

- ძალიან თბილია, თუ ასე მომიხსენიებენ. მზე ჩემთვის წმინდაა. ბევრი წმინდა მამა ატარებს მზეს; მზე სითბოს ასხივებს, ათბობს და ანათებს.

 

- საზოგადოების აზრს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? როგორც ჩვენი საუბრიდან ვხვდები, არც ისე დიდი…

 

- თქვენმა მზემ, მე უბრალოდ მიყვარს საზოგადოება და ჩემი ხალხი. მნიშვნელობა აქვს უფლის აზრს ჩემთვის. როდესაც საზოგადოების აზრს, მნიშვნელოვანს კი არა, მთავარს გახდი, შენზე დაიწყებს საზოგადოება ბატონობას და დაკარგავ თავისუფლებას.

 

- როგორია თქვენი იდეალური ქალი?

 

- თავისუფალი უნდა იყოს, მზეს უნდა ჰგავდეს და საკუთარ თავს, უპირველესად. არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი. როგორ შეიძლება იცნო ადამიანში მონათესავე სული და მას დაუწუნო სხეული – უფლის ქმნილი სხეული. ეს ჭეშმარიტი გრძნობებისგან შორს არის.

 

 

 

 

 წყარო    http://hellomagazine.ge/

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი