logo_geo
ნუგზარ კვაშალი: სხვის შვილებს რომ წამლავენ და კლავენ, ეს არ არის ტრაგედია?
- +

15 მაისი. 2018. 10:22

 

 

მომღერალი ნუგზარ კვაშალი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ნარკორეალიზატორების დაკავებასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

 

„საქართველოში უნდა აიკრძალოს ნარკოტიკების მოხმარება, ყველამ იცის იმ ალქიმიკოსების სახელები და გვარები, რომლებიც კოწახურიდანაც კი შხამს აკეთებენ. ეს ნარკოგამსაღებლები თავს კარგად გრძნობენ, ევროპაში რაღაც დოზას თუ 6 ევროდ ყიდიან, აქ 300 ევროდ აფასებენ. ნარკორეალიზატორი გოგო და ბიჭი რომ დაიჭირეს, შეეცოდათ, გარეთ შვილი დარჩათო... სხვის შვილებს რომ წამლავენ და კლავენ, ეს არ არის ტრაგედია?

 

რა აზროვნებაა, რას ჰქვია „თეთრი ხმაური“, ყველა დასაჭერია, ვინც ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავს!“ - განაცხადა კვაშალმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი