logo_geo
ხათუნა ხოფერია: საერთოდ, რა უნდა ამ ხალხს ამ საზოგადოებაში?
- +

15 მაისი. 2018. 18:25

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

„ნარკოტიკების რეალიზაცია არის კრიმინალი! ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული და სახელმწიფო ვალდებულია, იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. შევიდნენ youtube-ზე და ნახონ,  რა ფილმებია განთავსებული. დევს ძალიან საქებარი მასალები, როდესაც ნარკორეალიზატორების აყვანისთვის ტარდება ძალიან მასშტაბური სპეცოპერაციები და ეს ითვლება სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად.

 

უფლებადამცველი, რომელიც იკადრებს და შეეცდება, რომ დისკრედიტაცია გაუწიოს ამ ოპერაციას და რაღაც სარჩული დაუდოს, ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს! ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაში მთავარი რაც არის, ეს არის სიცოცხლის უფლება! ნარკორეალიზატორები კი უქმნიან რეალურ საფრთხეს ჩვენი შვილების, მეგობრების, ნათესავებისა თუ მეზობლების სიცოცხლეს. თუ ამის პრევენცია ხდება სამართალდამცავების მხრიდან, უფლებადამცველი ვის უფლებას იცავს და რა უფლებას იცავს საერთოდ?!

 

ასეთი უფლებადამცველების მუშაობა უნდა იქნას შესწავლილი და ამ ადამიანებმა თავიანთი პოზიცია უნდა დაასაბუთონ, რას ნიშნავს, უფლებადამცველი გერქვას და იცავდე ნარკორეალიზატორს?! ან თუნდაც ნარკომომხმარებელს იცავდე, რისგან უნდა იცავდე?!

 

შსს-ს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, ჩაატარა სპეცოპერაცია, აყვანილი არიან ნარკორეალიზატორები და ესენი რას აპროტესტებენ, ძალიან მაინტერესებს! სპეცოპერაციის დროს რომ ტერორისტები აიყვანეს, ეს ხალხი ტერორისტების დაკავებასაც აპროტესტებდა. საერთოდ, რა უნდა ამ ხალხს ამ საზოგადოებაში? იქნებ საჭიროა, სწორედ ასეთი უფლებადამცველები მოვაქციოთ იზოლაციაში ჩვენი შვილებისა და საზოგადოებისგან?“ - განაცხადა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი