logo_geo
ირმა ინაშვილი: მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ!
- +

16 მაისი. 2018. 00:17

 

 

„კონტრაქცია შეიკრიბა სპონტანურად. შეიკრიბა იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა დაიწყეს, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ აბა ვნახოთ, 17 მაისს ვინ არ ჩაივლის. პირდაპირ იყო გამოწვევა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში უმცირესობის უმცირესობა ჯგუფებია. გამოდის ისე, რომ უმცირესობის უმცირესობა ყოველთვის ჩაგრავს უმრავლესობას“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

 

„თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ამ ტიპის მოწოდებების მხარდამჭერი არ ვარ, რაც კონტრაქციაზე ისმოდა, მაგრამ არც იმ მოწოდების მხარდამჭერი ვარ, რომ უმცირესობის უმრავლესობამ დიქტატურა დაამყაროს. უმრავლესობა უკვე შეურაცხყოფილია მუდმივი საუბრით ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მუდმივ აქციებზე. მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, იყვნენ, იარსებონ, ეს მათი საქმეა. მე ვარ პროპაგანდის წინააღმდეგი. პროპაგანდას ვეძახი იმას, რომ ხდება ზეწოლა ჩვენზე, რომ „თუ არ ხარ ჩვენთან, ბნელი ხარ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი