logo_geo
იმედა კახიანი: მიდის ჩვენი თაობა, საუკეთესო ხალხი! გვტოვებენ უნიჭიერესი, კარგი ადამიანები...
- +

16 მაისი. 2018. 01:02

 

 

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი თაობის კოლეგები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ და მოგონებებს „კვირის პალიტრას“ უზიარებენ:

 

 

„ეჰ, მიდის ჩვენი თაობა, საუკეთესო ხალხი... გვტოვებენ უნიჭიერესი, კარგი ადამიანები. ბაადური განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო, ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული

მართალია პროფესიით რეჟისორი იყო, მაგრამ გვახსოვს მისი საოცრად კარგად და გემოვნებით შესრულებული როლები. როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც ძალიან ხშირად იწვევდნენ ფილმებში.

ბაადურთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება: კინოსტუდიის შტატიანი მსახიობების ასეთი წესი იყო, თუ სამი თვე ფილმში არსად იყავი დაკავებული, მერე მთელი წლის განმავლობაში, ხელფასის 75 პროცენტი გეძლეოდა.

ასე რომ არ მომხდარიყო, საკმარისი იყო სადმე ფილმში გაეფორმებინათ, რომ გადაღებაზე იმყოფებოდი. ასეთი პერიოდი მქონდა და ბაადურმა მითხრა, ბათუმშიფეოლასვიღებ, ოჯახით წამოდი, ორი-სამი თვით დაისვენებ, რაღაც საქმეს გამოგინახავო...


სიამოვნებით დავთანხმდი და იქ რომ ჩავედი, მითხრა, ერთი როლი მაქვს, ითამაშე, მაინც არსად არაფერი გამოჩნდებაო... მოგეხსენებათ, ფილმი საბავშვო გუნდების საფეხბურთო თამაშებზეა, სადღაც სოფელში ცხადია ტაბლო არ იქნებოდა. დიდი ანძასავით გააკეთეს, ზედ სკამი დამიდგეს, იქ უნდა დავმჯდარიყავი და ანგარიშები მეჩვენებინა... 

მივედი გადაღებაზე, ანძაზე ავძვერი, დიდი ქუდი მქონდა ჩამოფხატული, მეჭირა ხელში ორი ტაბლო და ხან ერთი გუნდის ანგარიშს ვაჩვენებდი და ხან - მეორისას. იმ როლს ნებისმიერი გზაზე გამვლელიც შეასრულებდა... დამთავრდა გადაღება, ფილმი გამოვიდა და სახლში ზარებს ვერ აუდიოდი, მთავარი როლის წარმატებულად შესრულებას გილოცავთო...


არადა, ფილმში საერთოდ არ ვჩანდი, მაგრამ ბაადურმა გამცა ჩვენს სამეგობრე წრეში დამაშაყირებდნენ“, ისე წავიდა შენი საქმე, ასეთ როლს თამაშობო. ბევრს ვხალისობდით... 
მე და ბაადური მეგობრები ვიყავით და ისე მოაგვარა ჩემი საქმე, რომ შემდეგ მთელი წელი ასპროცენტიან ხელფასს ვიღებდი და ბათუმში სამი თვე ცოლ-შვილთან ერთადაც დავისვენე.

სამწუხაროა, ასეთი კაცს რომ ოჯახი არ ჰქონდა. ამას ძალიან ნანობდა. ხომ იცით ახალგაზრდობა უცებ გარბის და მაშინ თუ ვერ მოასწარი დაოჯახება, მერე უფრო და უფრო ძნელია... ამ მხრივ, სამწუხაროდ. არ გაუმართლა...“ - განაცხადა იმედა კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი