logo_geo
კახა კალაძე: არავითარი შავი პარასკევი არ მომხდარა!
- +

16 მაისი. 2018. 01:03

 

 

„ამას ზედმეტი დრამატიზება არ უნდა გავუკეთოთ. არავითარი შავი პარასკევი და არავითარი შაბათ-კვირა არ მომხდარა. პირიქით შეიძლება მეტი პოზიტივი დავინახოთ იმაში თუ რაც მოხდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

„გამოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც მიეცათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დემოკრატია ვერ იქნება თუ ახალგაზრდებს არ ექნებათ აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

 

რაც შეეხება თვითონ მოთხოვნებს, ყველასთვის გასაგებია რა მოთხოვნებიც იყო და ამაზე გუნდში უკვე დაწყებულია მუშაობა. დიდი ხანია მიმდინარეობდა არსებულ ნარკოპოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა. არც იმას დაგიმალავთ, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი