logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ყოველი წუთი!
- +

16 მაისი. 2018. 01:13

 

 

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი თაობის კოლეგები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ და მოგონებებს „კვირის პალიტრას“ უზიარებენ:

 


„ბაადურთან ერთად ფილმფეოლაშივითამაშე... ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მასთან ერთად მუშაობას არაფერი სჯობდა. როგორც რეჟისორს. შესანიშნავი ფილმები აქვს გადაღებული.

ძალიან გულისხმიერი იყო და ურთიერთობაში გამორჩეული. მთელი ზაფხული ერთად ვიყავით ბათუმშიფეოლას" გადაღებაზე. მიტოვებული სტადიონი იყო და იქ კუთხეში იყო საერთო საცხოვრებელი. მთელი გადამღები ჯგუფი, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. დილიდან საღამომდე სულ ერთად ვიყავით... სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ყოველი წუთი! განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ ბაადურ წულაძე და იპოლიტე ხვიჩია. ერთი სანახაობა იყო, ეგენი რომ ნარდს თამაშობდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა, ისე ყვიროდნენ...

გული ძალიან დამწყდა ბაადურის გარდაცვალების გამო. ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან - დოლიძის ქუჩაზე. არცთუ დიდი ხნის წინ შემხვდა და ძალიან ბევრი რამ გავიხსენეთ... შარშან ერთად ვიყავით ბათუმში. „ფეოლასმონაწილეებთან იყო შეხვედრა. ნომერ პირველი საპატიო სტუმარი, რასაკვირველია, ბაადურ წულაძე იყო. მისი შემოქმედებითი საღამო გამოვიდა, ფაქტობრივად. ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ, სამწუხაროდ, თურმე ბაადურთან ერთად უკანასკნელად...“ - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი