logo_geo
გელა ზედელაშვილი: წელს ალაზნის ველზე მარიხუანას კარგი მოსავალია! შეისწავლეთ ეს საკითხი!
- +

17 მაისი. 2018. 00:56

 

წელს ალაზნის ველზე მარიხუანას კარგი მოსავალია. საიდანღა არ მოდიან გოგო-ბიჭები, დაწანწალებენ, აგროვებენ და დაბარბაცებენ დაბოლილები. გლეხები ეკითხებიან, რა გინდათ, ვინ ხართ, რას დაბოდიალობთ აქაო? პასუხი: თავისუფალი მოქალაეეები ვართ, თქვენს მოსავალს არ ვეხებით, ჩვენი გვაქვს ასაღებიო.

 

ხელისუფლებავ, შეისწავლეთ ეს საკითხი, შექმენით მობილური ჯგუფები, გადაასხით ბენზინი ან რამე ხსნარი და დაწვით. შესაძლებელია მოთიბვაც. „გირჩისთავებს“ არ გააგებინოთ, თორემ ეგენი ისეთი ვირისთავები არიან, ალაზნის ველიდან ჩაერთვებიან ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში და იქნება ასეთი ტიტრები: „ო, რა კაია ცხოვრება, ამი დედა კი ვატირეთ... მოდით, გავაკეთოთ რამე“! 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი