logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: ხანდაზმულთა რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას...
- +

17 მაისი. 2018. 01:56

 

„დემოგრაფიული პოლიტიკა პოლიტიკების პოლიტიკაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მისი თქმით, ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვთა რაოდენობას პრაქტიკულად, რამდენიმეჯერ ჭარბობს და ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს.

 

„ეს არ არის მხოლოდ შობადობა და აბორტების მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები, ან რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში აბორტების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. დემოგრაფიული პოლიტიკა ძალიან ბევრ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებას გულისხმობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შობადობა, რომელიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვთა რაოდენობას პრაქტიკულად, რამდენიმეჯერ ჭარბობს და ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს. ეს ნეგატიური პროცესი არ არის, რომ ვთქვათ, შევაჩეროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკას სწორი მართვა სჭირდება, რათა სხვა რისკებთან ერთად საბიუჯეტო რისკებიც არ იყოს.

 

ჩამოყალიბებულია თბილისიზაცია. პრაქტიკულად, ყველა თბილისში ცხოვრობს და დაცლილია მაღალმთიანი რეგიონები, სასაზღვრო ზოლი“- განაცხადა ხუნდაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას არა მხოლოდ რიცხოვნობა, არამედ განათლებული თაობა სჭირდება და სახელმწიფომ მხოლოდ რიცხოვნობის გაზრდაზე არ უნდა იზრუნოს.

 

„კონცეფცია, რომელიც ჩემი ავტორობით გუნდთან ერთად იქნა შემუშავებული, არის სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ შემდეგ პერიოდში, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესები დასტაბილურებული, რისკები კი მინიმალიზებული იქნას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი