logo_geo
ლალი მოროშკინა: ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს, რადგან ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა...
- +

18 მაისი. 2018. 02:49

 

 

„მე ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიმყოფები, სადაც ოცი წელი ვიმუშავე და ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს, რადგან ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა“, – ამის შესახებ პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა, ლალი მოროშკინამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ჩვენ ამ ტელევიზიაში გვყავდა ძალიან ბევრი თანამშრომელი, უშუალო უფროსები და ჩემი თანამეწყვილეები, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის იყვნენ, მაგრამ არ მახსოვს, მათთან პრობლემა გვქონოდა. ისინი დღემდე ჩემი მეგობრები არიან, დღემდე ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთი გვიყვარს.

 

ისინი აქციაზე წასვლას საჭიროდ არ თვლიან. ისინი ასე ცხოვრობენ. მათი უფლებები დაცულია. მე მყავს სტუდენტები და ვერც ერთი ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ რომელიმეს უფლება არ დამიცავს. ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ვიმუშავე, სადაც ძალიან ბევრი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი იყო და არ მახსოვს, მათ პრობლემა შეჰქმნოდათ. ზოგადად კი, პრობლემა ნებისმიერ ადამიანს ექმნება, ვინც ქუჩაში დადის.

 

მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ფლანგს წარმოადგენენ. მე ვნახე დაკავების კადრები და იქ პოლიციასთან არანაირი დაპირისპირება, თუ ძალადობა არ ყოფილა“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

big_banner
არქივი