logo_geo
ანა სუბელიანი: ნუ აღგვიქვამენ მტრად, ჩვენც გვიყვარს საქართველო, ჩვენც ვამაყობთ ღირებულებებით
- +

18 მაისი. 2018. 16:11

 

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა ანა სუბელიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილი, ვინც მათ იდეოლოგიას უპირისპირდება თვლის, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და იდენტობის წართმევას ცდილობენ, უკავშირდება ერთგვარ შიშს, რომელიც უსაფუძვლო და არასწორია.

 

„ალბათ, ეს ყველაფერი უკავშირდება შიშებს საზოგადოების იმ ნაწილში, რასაც არ იცნობ გგონია, რომ შენ რაღაცას წაგართმევს. იმის გამო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები ისინი ვერ საუბრობენ ხმამაღლა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე, მათი ნაწილი ქუჩაში თავისუფლად ვერ გამოდის და ეს მართლა რეალობაა.

 

ამ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ ვერ ვხედავთ, ვიცნობთ, მაგრამ არ ვიცით, რომ ისინი გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენენ, შესაბამისად ეს იწვევს ამ გაუცხოებას.

 

რაც არ იცი გგონია, რომ საფრთხის შემცველია. შეუძლებელია, რომ ადამიანის პიროვნულმა იდენტობამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ან ეროვნულობას ან იმ ღირებულებებს, რის დაცვასაც თითქოს ეს ადამიანები ცდილობენ და ისინი არასწორად ცდილობენ ამის დაცვას.

 

ნუ ჰგონიათ, რომ საქართველო ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენც გვიყვარს საქართველო, ჩვენც ვამაყობთ ხშირად ჩვენი ეროვნული ღირსებებით, ფოლკლორით, კულტურით, ისტორიით, ამით მოგვაქვს თავი ჩვენ უცხოელ მეგობრებთან, ნუ აღგვიქვამენ ამ ქვეყნის მტრებად. რატომღაც მათ ამას ვიღაცები აჯერებენ და მინდა, რომ ამაზე დაფიქრდნენ.

 

ის, რომ მე შესაძლოა მათგან განსხვავებული აზრი მაქვს და ვიცავ უბრალოდ ჩემ თავისუფლებას, პირად ინტერესებს და არავის სივრცეში არ შევდივარ, როგორ შეიძლება ამის გამო ვინმემ მტრად აღმიქვას?“ – განაცხადა ანა სუბელიანმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი