„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ, ამაზე ბევრი მითქმა-მოთქმა ყოფილა. რეალურად რა აწუხებს პრეზიდენტს“? – ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ უპასუხა:
„ალბათ, დეტალებში შესვლა უხერხული იქნება... მე მაქვს აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხანდახან მძაფრდება ხოლმე, როცა მძაფრდება საერთოდ ვერ ვმოძრაობ, ვერც ვლაპარაკობ, მაგალითად, 2011- ში მქონდა ასე... მაგრამ მაინც ვახერხებდი, მივდიოდი მოკლე ეთერებში, ერთი-ორ ფრაზას ვიტყოდი ხოლმე... ეს არის ის, რომლის მკურნალობაც შეიძლება, უბრალოდ მძიმეა მკურნალობის პროცესი“, – ამბობს პრეზიდენტი.