logo_geo
სილვია შტიობერი: მემარჯვენე პოპულისტების მიზანია საზოგადოების, პარლამენტის წევრებისა და მასმედიის პროვოცირება
- +

19 მაისი. 2018. 00:56

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოში არსებობდა ტენდენცია, რომ არსებობს ერთი მხრივ, ლიბერალური ძალები, მეორე მხრივ კი ტრადიციული და ნაციონალისტური ძალები, იყო დაძაბული ვითარება და კულტურათა შორის ბრძოლა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს ბრძოლა ევროპის თუ ევრაზიული მიმართულებით“, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ვითარება დებატების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

 

შტიობერმა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გერმანიის მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოველთვის არსებობდა ნაციონალისტური მოძრაობები, მარგინალური ძალები, რამაც მთელი ევროპა მოიცვა. მისი თქმით, 2015 წელს, როდესაც გერმანიაში ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისი იყო, კითხვებზე პასუხები არ გაიცემოდა, რაც ძალიან დიდი პრობლემად და ხელისუფლების დიდ შეცდომად მიიჩნეოდა.

 

„ჩვენ ისლამის, ლტოლვილებისა და მათ შორის, მასმედიის წინააღმდეგი ვართ, თქვეს ამ ადამიანებმა. მასმედიის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, თავდაცვით რეჟიმში აღმოვჩნდით და ლტოლვილთა პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების დადებითად, პოზიტიურ ჭრილში გაშუქება ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამის შემდეგ ამ პრობლემებმა წამოიწია და მასმედიის საშუალებებში ამის თემატიზება მოხდა“, – განაცხადა შტიობერმა.

 

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მემარჯვენე პოპულისტების მიზანი და ინტერესი საზოგადოების, პარლამენტის წევრებისა და მასმედიის პროვოცირებაა.

 

„პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ალექსანდრე გაულანდმა უცხოელების საკითხებზე პასუხისმგებელ აირან ოზუსზე ის თურქეთში უნდა გადავაგდოთ და ნარჩენებს უნდა შევუერთოთ. როგორც იცით, ოზუსი წარმოშობით თურქია, მაგრამ გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. გაულანდის ამ განცხადებას საოცარი კრიტიკა მოჰყვა და მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ამ ყველაფრისთვის ზუსტი ადგილის მიჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს ესმით.

 

თოქ-შოუს ფარგლებში უნდა მოხდეს არგუმენტების გაზიარება, თუ რა არის მემარჯვენე პოპულისტების პრობლემა, რა უნდათ მათ და ასე რატომ გაიზარდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამ პარტიის რეპუტაცია. საზოგადოების თვალში მათი გაშიშვლება უნდა მოხდეს“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი