logo_geo
ილია მეორე: ახალ წელს ნაძვის ნერგებით შეხვდით
- +

30 დეკემბერი. 2016. 15:23



საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 11 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მრევლს

ურჩია, ახალ წელს „მკვდარი ნაძვის ხის" ნაცვლად, სახლში ნაძვის ნერგი შეიტანონ და ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანონ ნაძვის ნერგი.

 

ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა, თუ ღვთისგან ჩადებული სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში. 10 წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა, დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ.

 

ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა - საქართველოდან გააქვთ მისი თესლი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია", - ბრძანა პატრიარქმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი