logo_geo
„ვანში აღმოჩენილი კუებიანი ყელსაბამი ქრისტეს დაბადებამდე ოთხი საუკუნით ადრეა ჩამოსხმული“
- +

21 მაისი. 2018. 01:18

 

1940 წლის ერთ ნაწვიმარ დღეს არმაზისხევში დილის მზემ სამარის ლოდი გაანათა... ასე აღმოჩნდა უძველესი სამაროვანი ორენო­ვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, რომელიც იმარჯვებდა და ამრავლებდა ადრე გაკეთებულ საგმიროს საქმეებს, და არის ეზოსმოძღვარი სეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, რომელმაც სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. სერაფიტი იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ­ იყო სილამაზით. გარდაიცვალა 21 წლისა“. იქვე, სხვა სამარხში,­­­ ფარსმან ქველის ეპოქის კიდევ ერთი ნაშთი იპოვეს - ოქროს გემაზე ერთმანეთისკენ მომზირალი ცოლ-ქმრის გამოსახულების გარშემო წარწერაა: „ზევახ, სიცოცხლეო ჩემო - კარპაკი“.

ასე გააპო დრო სიყვარულის მარადიულობამ და ჩვენამდე მოვიდა. სამაროვანში ჩაყოლებული ულამაზესი შესამკობლებით იმაზეც შეიძლება 

მსჯელობა, როგორი იყო ამ ეპოქის ქართველი ქალი, რომელსაც ამ სიმდიდრესთან ერთად, სევდასა და სიყვარულსაც ატანდნენ იმ ქვეყნად. ამის შესახებ ისტორიკოსი ქეთა ხიზანიშვილი მოგვითხრობს. 

 

 


-
შეიძლება თუ არა ამ უძვირფასესი სამკაულებით ოდნავ მაინც აღვადგინოთ იმდროინდელი კოლხი ქალების გარეგნობა


- რატომ მხოლოდ კოლხების?­ იბერიის სამეფოშიც ასეთივე უძვირფასესი სამკაულები ჰქონდათ. თუმცა, იბერიულ სამკაულ­ებს ძვირფასი ქვებით ამკობდნენ, კოლხური კი, ძირითადად, მხოლოდ ოქრო იყო. კოლხი ქალ­ების ბეჭდები თუ სამაჯურები მცირე ზომისაა, რაც მათ სინატ­იფეზე მიუთითებს. თუმცა, კოლ­ხეთში დიდი ზომის დიადემებიც არის აღმოჩენილი, იმდენად დიდი, რომ მათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხურავდნენ, თანაც - თავსაბურავზე. დიადემაზე ასევე მძიმე სასაფეთქლეები მაგრდებოდა. 

 

 


სამაროვანში ჩაყოლებული სამკაულები განლაგებით ზუსტად მიუთითებს, რა წესით იყო ადამიანი დაკრძალული. ყელთან ყელსაკიდები აწყვია, ხელებთან - სამაჯურები. ჩვენში მხოლოდ ტერფების სამკაული არ გვხვდება, სხვა სამკაულებს კი საყვარელ ადამიანებს უამრავს ატანდნენ.

-
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ახალ წელთაღრიცხვამდე მიცვალებუ­ლებთან ერთად ქართველები მათ ცხენებსა და მოსამსახურეებსაც კრძალავდნენ. ახალგორში წარჩინებული ქალბატონის ძვ. . IV -ის სამა­რხში მისი ყმებისა და ცხენების ნაშთებიც არის აღმოჩენილი... 


ქართულ სამარხებში ცხენის სამკაული ბევრგან არის ჩაყოლებული, ყმების ჩატანებას კი ვერ დავადასტურებ, თუმცა ახალგორის სამარხი მართლაც ძალიან მდიდარია - მისი ერთი ოქროს ფირფიტაც კი შეუფასებელ საგანძურად ითვლება. ნაკეთობებზე აქამენიდური კულტურის გავლენა იგრძნობა და არა მხოლოდ აქამენიდების - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრე ქართველმა ოსტატებმა იცოდნენ ოქროს ნაკეთობათა დამზადების ყველა ის წესი, რომლებსაც დღესაც იყენებენ. მათ სა­მკაულებს ანალოგი არ ჰქონდა და საზღვრებს გარეთაც გადიოდა.

ქრისტემდე რვა საუკუნით ადრე კოლხური სამკაულები საბერძნეთში გაჰქონდათ. ქართული სამკაულის მთავარი­ ნიშანი რამდენჯერმე განმეორებული ფიგურა იყო. დადასტურებულია, რომ მსგავსს არსად აკეთებდნენ. ვანში ქრისტეს დაბ­ადებამდე ოთხი საუკუნით ადრე ჩამოსხმული კუებიანი ყელსაბამია აღმოჩენილი

 


-
ალბათ, ასეთ სამკაულს ძალიან დიდხანს ამზადებდნენ... 


- დიდხანს და დიდი შრომის­ ფასად. შესაძლოა, ფიგურები ყალიბში ისხმებოდა, მაგრამ მათ მოცვარვასა და შემკობას დიდი დრო სჭირდებოდა! ქართველები ძვირფას სამკაულს უბრალო მოკვდავთაც ატანდნენ, მაგრამ უფრო ცოტას­. პიტიახშთა სამარხებში კი ულამაზეს ოქროს სამკაულებთან ერთად სულისსშემძვრელი წარწერ­ებიც გვხვდება. ფარსმან ქველის ეპოქას ნამდვილად სცოდნია სიყვარული და მასთან გამოთხოვებაც. ნახეთ, რა ლამაზია ეს სიტყ­ვები: „ზევახ, სიცოცხლევ ჩემო. კარპაკი“. 

 

 


-
სერაფიტას ყელსაბამში მისი სარძევე კბილი იპოვეს...


- სარძევეკბილიან სამკაულ-ამულეტებს იმდროინდელი საქართველოს ბევრ კუთხეში ვხვდებით. რაც არა მხოლოდ სარძევე­ კბილის საკრალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს, არამედ გამოხატავს განგებისადმი მადლიერებასაც, რომ მან შექმნა ადამიანი და სიყვარულის სიმბოლოდ აქცია. 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი