logo_geo
გია ხუხაშვილი: გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სერიოზულად გაძლიერდა!
- +

22 მაისი. 2018. 10:35

 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საკმაოდ რთული ამოცანა გადაჭრა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო.

 

„13 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში კრიზის წარმატებულად დაძლევის პირველი პრეცენდენტი, რომლის შემოქმედადაც გიორგი გახარია მოგვევლინა. დიახ, როგორც საპროტესტო აქციის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებისა და მათი დაშოშმინების შემდეგ გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სერიოზულად გაძლიერდა. ხოლო იმ ჯგუფებს, რომლებსაც მისი დასუსტება ჰქონდათ განზრახული, გეგმები ჩაეფუშათ.

 

გახარიამ ბოდიში იმ უდანაშაულო ადამიანებს მოუხადა, რომლებსაც 12 მაისის ღამეს, სპეცოპერაციის გამო შესაძლოა, დისკომფორტი შეექმნათ და ეს ცივილიზებული საქციელი იყო, რის გამოც შს მინისტრის გაკრიტიკება არასწორად მიმაჩნია. ნარკომანები და მამაძაღლები თუ ფიქრობენ, რომ გახარიას ბოდიში მათ ეკუთვნით, ძალიან მიქარავენ და ცდებიან!“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი