logo_geo
საქართველოს შავ ბაზარზე წელიწადში 25 მილიონის ღირებულების ნარკოტიკი ტრიალებს
- +

24 მაისი. 2018. 13:08

 

შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ანალიზით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს შავ ბაზარზე დაახლოებით 25 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები ტრიალებს.

 

მხოლოდ მიმდინარე წლის ოთხ თვეში სამართალდამცველებმა 7 მილიონზე მეტის ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც ათი ათასობით ადამიანს შეეძლო მოეხმარა. იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საერთო ჯამში, ამოღებულია 8 კილოგრამამდე „ჰეროინი“. ამ ოდენობის გადანაწილება, ერთჯერადი დოზის სახით, 100 ათასზე მეტი ადამიანისთვის არის შესაძლებელი.

 

უკანონო ბრუნვიდან ამავე პერიოდში ამოღებულია 3 456 აბი „სუბოტექსი“. შავ ბაზარზე არსებული მინიმალური ფასით თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ ოთხი თვის განმავლობაში შსს-მ ორ მილიონზე მეტის ღირებულების „სუბოტექსი“ ამოიღო. გარდა ამისა, წელს, ასევე, ამოღებულია: ერთ კილოზე მეტი „კოკაინი“, 318 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება, 1.5 კილო სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება და სხვ.

 

ეს მხოლოდ იანვრიდან აპრილამდე... მიმდინარე თვეს კი სამართალდამცველებმა უკვე ერთ კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ერთ შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა გადამალული, მეორე შემთხვევაში კი ორ ბრალდებულ ქალს თბილისის აეროპორტში „ჰეროინი“, არც მეტი, არც ნაკლები, სასქესო ორგანოთი შემოჰქონდათ.

 

ორივე ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი