logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: გპირდებით, რომ ჩვენ ნამდვილად გვექნება ძალიან კარგი 2017 წელი
- +

31 დეკემბერი. 2016. 00:50



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ 2017 წელი ძალიან კარგი წელი იქნება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ამ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის სწორი ორიენტირები, რომელიც რეფორმების კუთხით არის აღებული, ასევე იმ გუნდის კომპეტენცია, რომელთან ერთადაც მუშაობს".


„ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის სწორი ორიენტირები, რომელიც რეფორმების კუთხით ავიღეთ, ასევე იმ გუნდის კომპეტენცია, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო გუნდზე. ოპტიმიზმის საფუძველს ასევე მაძლევს ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ. მე ძალიან ხშირად მიწევს საზოგადოებასთან კონტაქტი და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად გვექნება ძალიან კარგი 2017 წელი. ყველა კრიტიკოსის მიუხედავად, არამხოლოდ მჯერა, არამედ გპირდებით ამას",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


 

big_banner
არქივი