logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: სანამ კინო იარსებებს, ბაადურ წულაძის სახელი ყოველთვის იქნება
- +

26 მაისი. 2018. 23:09

 

„ის და იპოლიტე ხვიჩია ნარდს რომ თამაშობდნენ, ისე ყვიროდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა...“ - მსახიობი ჯემალ ღაღანიძე მსახიობსა და რეჟისორს ბაადურ წულაძეს იხსენებს.

 

„ფეოლას“ გადაღებებისას გავიცანი. მთელი ზაფხული ერთად ვიყავით. ბათუმში მიმდინარეობდა გადაღებები. შესვენებების დროს ის და იპოლიტე ხვიჩია ნარდს რომ თამაშობდნენ, ისე ყვიროდნენ, მთელ ბათუმს ესმოდა...

ნიჭიერი კაცი იყო, ადვილად შემოდიოდა კონტაქტში. არ ყოფილა ამბიციური, რაც სხვა რეჟისორებს ახასიათებთ. ბოლომდე აქტიურად ცხოვრობდა. ბრწყინვალე ადამიანი იყო. სანამ კინო იარსებებს, ბაადურ წულაძის სახელი ყოველთვის იქნება“, - აცხადებს ღაღანიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი