logo_geo
რამაზ საყვარელიძე გიორგი გახარიაზე: ბოდიში ისე მოიხადა, რომ ბოდიშის მომხდელის ღირსება არ შელახულა
- +

27 მაისი. 2018. 00:06

 

 

„თეთრი ხმაურის“ აქცია კიდევ რამდენიმე საათით რომ გაგრძელებულიყო, პოლიციის კორდონი ვეღარაფერს გახდებოდა და შესაძლოა, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროცესების ღრმა და მიუკერძოებელი ანალიზი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც 12-13 მაისის აქციას გამოეხმაურა.

 

„უპირველესად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც აქციის მონაწილეებში, ისე კონტრაქციის მხარეს რადიკალიზმი გამოსჭვიოდა - „თეთრი ხმაურის“ აქციაზე რადიკალიზმი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა. ეს სწორედ საპროტესტო რადიკალიზმი გახლდათ, რაც ახალგაზრდებს ხშირად ახასიათებთ იმ კულტურისა და გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალი ქართული ისტორიის ნაწილია, მემორიალზე ცეკვამ კი გამოავლინა ის სულისკვეთება, რითაც „თეთრი ხმაური“ ცხოვრობს.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მწვავე რეაქცია, რის გამოც აქციის ორგანიზატორმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მემორიალზე საცეკვაოდ აღარავინ ავა...

 

საყვარელიძის განცხადებით, ყველა პირობა არსებობდა, რომ პროტესტის ფინალი სისხლისღვრამდე მისულიყო, ხელისუფლებას რაღაც გამოსავალი უნდა ეპოვა და როგორღაც მოეხერხებინა დაპირისპირების მუხტის განელება.

 

„ვითარების სირთულე სწორად გაანალიზა შს მინისტრმა და პირველად საქართველოს ისტორიაში ორივე მხარემ, როგორც ხელისუფლებამ, ისე აქციის მონაწილეებმა, საკუთარი ინტერესები დათმეს და უკან დაიხიეს. გახარიას სიტყვა, რომელიც მიტინგზე მოვისმინეთ, შესანიშნავად იყო გააზრებული, ზედმეტი არც არაფერი თქმულა და არც არაფერი დაჰკლებია, ბოდიში ისე მოიხადა, რომ ბოდიშის მომხდელის ღირსება არ შელახულა - თუ დავაშავეთ, ბოდიშს გიხდითო და არა, ოღონდ შეჩერდით და ყველაფრისთვის ბოდიშს ვიხდიო.

 

ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ მას არ უნდა ბუნტი და ეს სწორი მიდგომაა, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში, სადაც ქუჩაში საქმე ყოველთვის ძალადობით წყდებოდა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი