logo_geo
რომელი ქვეყნებიდან შემოდის „ჰეროინი“, „სუბოტექსი“ და ქიმიური ნარკოტიკები?
- +

27 მაისი. 2018. 00:57

 

 

ორიოდე თვის წინ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო გამომწვევი ხდება ნარკოტრაფიკის თვალსაზრისით, რაც ცხადია, სამართალდამცავებს მოდუნების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. გიორგი გახარიამ დაასახელა ის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში „ჰეროინი“ და ქიმიური ნარკოტიკები შემოდის.

 

„საზღვრის დაცვა ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი... ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ტურბულენტობა საკმაოდ მაღალია. ვგულისხმობ ნარკოდანაშაულს. რუკას რომ შეხედოთ, საქართველოში ნარკოტრაფიკის ორი წყაროა - ირანი, საიდანაც შემოდის „ჰეროინი“, და თურქეთი, საიდანაც შემოდის ქიმიური ნარკოტიკები. შარშან ამ დროს ირანიდან საქართველოში იყო სამი რეისი, წელს იქნება პლუს ათი. არის ეს გამოწვევა? რა თქმა უნდა, კი. რეგიონში უსაფრთხოების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო პრიორიტეტული და მოთხოვნადი გახდება და ეს უნდა იყოს ჩვენი კონკრეტული უპირატესობა. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, დასავლური ინსტიტუტებით, დასავლური ფასეულობებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით - ეს არის ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი მიზანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ქვეყანა წარმატებული და სასურველი ადგილი, როგორც სტუმრებისთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიამ.

 

მოკლედ, შს მინისტრის თქმით, საქართველოში „ჰეროინი“ ძირითადად ირანიდან შემოდის, შავ ბაზარზე გავრცელებული სინთეტიკური ნარკოტიკების მთავარი წყარო კი თურქეთია. რაც შეეხება „სუბოტექსს“ და, ასევე, სხვადასხვა სახის კლუბურ ნარკოტიკებს, მათი დიდი ნაწილი საქართველოში ევროპიდან, თურქეთის გავლით ხდება. „სუბოტექსის“ შეძენა ევროპის ბევრ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება. იქ, ამ ნივთიერებას ძირითადად ალკოჰოლიკებისთვის, ჩანაცვლების თერაპიის მიზნით, იყენებენ და შესაბამისად, მისი საზღვარზე გადატანაც პრობლემას არ წარმოადგენს. საფრანგეთში ერთი აბი „სუბოტექსის“ ფასი დაახლოებით 2-3 ევროა, საქართველოში შავ ბაზარზე კი 700-800 ლარად იყიდება. აქედან გამომდინარე, ელემენტარული არითმეტიკაც კი ცხადყოფს, რამდენად დიდ მოგებას ნახულობენ ნარკორეალიზატორები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი