logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: მომავალი წლის დასაწყისში უვიზოდ შევძლებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას
- +

31 დეკემბერი. 2016. 15:04


 



„ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის დასაწყისში, საქართველოს მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზიტებით შეძლებენ ესტუმრონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზოდ", - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.


მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაკისრებული დავალება ყველაზე მოკლე ვადებში შეასრულა.


„სამწუხაროდ, ჩვენ ვიზალიბერალიზაციის გეგმა ყველაზე გვიან მივიღეთ, 2013 წლის დასაწყისში, სხვა ქვეყნებმა კი, თუნდაც, უკრაინამ და მოლდოვამ, გეგმა ბევრად ადრე მიიღეს. ჩვენ გეგმა რეკორდულ დროში შევასრულეთ, ნაკლები იყო მონიტორინგის საჭიროებაც, ეს კი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ეფექტურად მოვახერხეთ ყველა რეფორმის განხორციელება. მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ რომ, გასული წლიდან ევროკავშირის გარშემო ძალიან მძიმე გარემო შეიქმნა, თუნდაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე სირია, ახლო აღმოსავლეთი და მიგრანტების კრიზისი, რომელმაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ამ ყველაფერმა საჭირო გახადა, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო, თუ რა ბერკეტები ექნებოდა გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებში თავის დასაცავად, ანუ დამატებითი მიგრანტების რისკის შესამცირებლად, ამ პრაქტიკაზე დაფუძნებით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ბერკეტების განახლება, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო უფრო ეფექტური. მიუხედავად ასეთი მოცულობისა, საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაცია გადაწყვეტილი საკითხი იყო, თუმცა ჩვენი მრავალჯერადი ვიზიტებითა და საელჩოების ყოველდღიური კონტაქტით ხდებოდა ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნება. ამან კი შედეგი გამოიღო და ჩვენ, მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით, რომ საქართველოს მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზიტებით შეძლებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზოდ ესტუმრონ", - განაცხადა ჯანელიძემ.


 

big_banner
არქივი