logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრატურაში ჩავირიცხე...
- +

31 დეკემბერი. 2016. 15:05


 

 

„შარშან, 2015 წელს, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში აღმასრულებელი მენეჯმენტის მაგისტრატურაში ჩავირიცხე", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე. მისი პირველი აკადემიური განათლება მედიცინის სფეროს უკავშირდება. ამ ფონზე კი, უდაოდ საინტერესოა, მისი მენეჯმენტითა და ეკონომიკით დაინტერესება.

 

„პირველი აკადემიური განათლება თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე. ბოლო კურსებზე უკვე კლინიკებშიც ვმუშაობდი. უნივერსიტეტის დამთავრებამდე შვეიცარიაში მომიწია წასვლა გაცვლითი პროგრამით და იქიდან დაბრუნებულმა აზრი შევიცვალე, მენეჯმენტით და ეკონომიკით დავინტერესდი, ამიტომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ჩავაბარე. შარშან, 2015 წელს, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში აღმასრულებელი მენეჯმენტის მაგისტრატურაში ჩავირიცხე", - ამბობს თალაკვაძე.

 

 

„ჩემი პირველი სამსახური აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის პროგრამა იყო", - იხსენებს კარიერის დასაწყისს არჩილ თალაკვაძე და სხვადასხვა წლებში დაკავებული, ერთობ საპასუხისმგებლო თანამდებობების შესახებ საუბრობს.  



„ბატონ სოზარ სუბართან ორჯერ მომიწია მუშაობა და ორივეჯერ საინტერესო მომენტში. უნივერსიტეტი როდესაც დავამთავრე, ჩემი პირველი სამსახური აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის პროგრამა იყო. შემდეგ სახალხო დამცველის ოფისში გადავედი სამუშაოდ. მოგვიანებით, სოზარმა თავის მრჩევლად დამნიშნა, თუმცა რა უნდა მერჩია კაცისთვის, რომელსაც დიდი გამოცდილება, კარგი განათლება და ბევრი ღირსება ჰქონდა?!

 

 

ამის შემდეგ გადავედი საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ და 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ დავინიშნე.

სწორედ მაშინ შევიმუშავეთ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის რეფორმის 18 თვიანი გეგმა, რომელიც, მინისტრის მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა. ბევრი ადამიანი გადარჩა, ბევრი დავუბრუნეთ ოჯახს, შევაჩერეთ სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება და დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა.

 

 

2014 წლის ბოლოს უკვე შს მინისტრის მოადგილედ დავინიშნე და შემდეგი 2 წელი ძალიან საინტერესო და ძლიერ მინისტრებთან მომიწია მუშაობა. 2016 წელს ჩავერთე საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში", - ამბობს არჩილ თალაკვაძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი