logo_geo
რას უმზადებს 2017 წელი ქართველ პოლიტიკოსებს?!
- +

2 იანვარი. 2016. 01:36



ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის 2017 წელი არცთუ ისე ცუდი იქნება. მისი თქმით, ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის. აქვე, ცაგარელის აზრით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.


„კახა კალაძე არის ცხენის წელში დაბადებული. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი წელიწადი იქნება მისთვის, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი. მას წარმატების შანსი 5-ქულიანი სისტემიდან აქვს 3-ზე. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ცუდსაც ვერ ვიტყვი.

 

ირაკლი კობახიძე არის სასწორი და ამიტომ მისთვის ძალიან კარგი წელიწადია თავის გამოსავლენად. 5-ქულიანი სისტემით წარმატების შანსი არის 5 ქულიდან 4-ზე.

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, კირჩხიბია და თხის წელიწადში დაბადებული. აქაც მიმაჩნია, რომ 5-ქულიანი სისტემით 3 ქულაზე აქვს წარმატების შანსი.

 

გიორგი ვოლსკი არის მამლის წელიწადში დაბადებული თხის რქა. წელიწადი კარგი აქვს. შეუძლია, იაქტიუროს და წარმატებული ლიდერი გახდეს თავის ჯგუფში. ეს წელიწადი მისთვის, საერთო ჯამში, კარგია.

 

გიორგი მარგველაშვილი ქალწულია, მამლის წელიწადში დაბადებული. მისთვის ეს წელი იქნება ძალიან კარგი. იგრძნობს იმ ენერგიას, რომელსაც მისი მშობლიური მამალი აძლევს და იქნება ძალიან შემტევი ხასიათის მატარებელი.

 

დავით ნარმანია თხის წელიწადში დაბადებული თევზებია. რომ ვთქვა, გადასარევი წელიწადი ელის, არა. ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ფრთხილად უნდა იყოს.

 

გიგა ბოკერია ვირთხის წელიწადშია დაბადებული. ცუდი არ არის ეს წელიწადი, გარკვეული შესაძლებლობები მას აქვს. თუმცა წლის დასაწყისი უკეთესია, ვიდრე წლის მეორე ნახევარი, რადგან უფრო სირთულეები ელის. ამიტომ ძირითადი საკითხები ჯობია, პირველ ნახევარში მოაგვაროს.

 

დავით ბაქრაძე ვირთხის წელიწადში დაბადებული კირჩხიბია. მომავალ წელს რაიმე დიდი წარმატება არ ელის. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას პოლიტიკაში გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისივე არასწორი პოზიციის შედეგად შეცდომები დაუშვა და ამიტომ დღესდღეობით ერთ ადგილს ტკეპნის, როგორც პოლიტიკოსი, განვითარების კუთხით. ასე თუ გააგრძელებს, იქნება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული ლიდერი, ცოტა უკანა პლანზე გადავა. მთავარი ლიდერი კი, სააკაშვილთან ერთად, მაინც ბოკერია იქნება", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა. 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი