logo_geo
რა მოვლენებს უნდა ველოდოთ საქართველოში 2017 წელს? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
- +

3 იანვარი. 2017. 10:35

 

 

„მომავალი წელი ჩვენ გვაქვს მამლის წელიწადი, რომელიც არანაკლებ რთულია. უბრალოდ, არ იქნება ისეთი რთული, როგორიც მაიმუნის", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. მისი თქმით, მამალი რევოლუციონერია და რევოლუციების უმეტესობა ძირითადად ვირთხისა და მამლის წლებში ხდება, ამიტომ დასძენს, რომ მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს.

 

„საქართველოში დიდი მოვლენებია მოსალოდნელი. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის კარგი, მაგრამ კარგიც იქნება და ცუდიც, იმიტომ, რომ ჩვენ განვითარების 3-წლიან ზონაში ვართ. შარშანწინ, როცა თხის წელიწადი დაიწყო, მაშინ გასაგებად აღვნიშნე, რომ იწყება 3-წლიანი ძალიან სერიოზული რეფორმების პერიოდი, რომლის მსვლელობისას უამრავი მინისტრი შეიცვლება და ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში. რა თქმა უნდა, ცვლილება არ იქნება ყოველთვის სწორი და კარგი. იქნება ბევრი შეცდომა, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელია ქვეყნისთვის და განვითარებისთვის. მე მაშინაც ჩამოვთვალე, რა სისტემებში იქნება ცვლილებები ამ 3-წლიან პერიოდში. ესენია იუსტიციის, სამართალდამცავი ორგანოების, ტურიზმის, სპორტისა და განათლების სფეროები და ეს ცვლილებები ახლაც გრძელდება, რადგან 3-წლიანი ეტაპია და ახლა ჩვენ შევედით მეორე ზონაში. ეს 3-წლიანი პერიოდი გახსნა თხამ. ახლა გვაქვს ყველაზე აპოთეოზი ცვლილებებისა, იმიტომ, რომ ცეცხლის სტიქიის მამლის წელიწადია, რომელიც მოდის 60 წელიწადში ერთხელ. ამიტომ ძალიან რთული წელიწადია, რომელიც რადიკალურად ცვლის რაღაცებს და ანგრევს. სხვათა შორის, კიდევ ბევრი ადამიანი გამოაშკარავდება, მათ შორის, ბევრი მატყუარა. ადამიანებს ერთმანეთზე ექნებათ ძალიან ბევრი საიდუმლო მასალა, რომელიც მომავალში გამოქვეყნდება და შოკში ჩააგდებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის წელიწადი თებერვლამდე გრძელდება.

 

მომავალი წელი ჩვენ გვაქვს მამლის წელიწადი, რომელიც არანაკლებ რთულია. უბრალოდ, არ იქნება ასეთი რთული, როგორიც მაიმუნის. აქ აპოთეოზი მაინც მაიმუნია და ყველაზე რთული მაიმუნის წელიწადია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მამალი იქნება მსუბუქი. მამალი არის მეომარი, მებრძოლი და ლიდერი თავისი ხასიათით, ამიტომ ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. 3-წლიანი ეტაპიდან იწყებს ცვლილებებს თხა, ყველაზე დიდ ცვლილებებს იწვევს და აპოთეოზს აღწევს მაიმუნი და ბეჭედს დასვამს და ხელს მოაწერს მამალი. ანუ საბოლოოდ მომავალ წელს, მამლის წელიწადში გაფორმდება, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რჩება მთავრობაში, რა მოუვა ამ ქვეყანას, რევოლუცია იქნება, არ იქნება თუ რა იქნება. ახლა უკვე ხდება მომზადება მთავარი ფაქტორებისა, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი საბოლოო სახეს მიიღებს. ამიტომ ცვლილებები იქნება საკმარისზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებში უმაღლეს დონეზე. მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შეიძლება პრემიერსაც შეეხოს ეს ამბავი. ცვლილებები იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ახალი ძალები მეტად თვალშისაცემები გახდებიან მომავალ წელს, ხალხის უკმაყოფილება შეიძლება მიტინგურ დონეზეც მივიდეს, ახალი ქარიზმატული ლიდერების გამოჩენა, ეს ყველაფერი გველის მომავალ წელს.

 

მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ მამალი რევოლუციონერია. ყველაზე დიდი რაოდენობა რევოლუციებისა ძირითადად ვირთხისა და მამლის წლებში იმართებოდა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ჩვენი მთავრობა. სასიკეთო ცვლილებებიც გველის", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი