logo_geo
დავით დადუნაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ გამოძიებასთან ყველამ ითანამშრომლოს
- +

2 ივნისი. 2018. 03:06

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ გამოძიებასთან ყველამ ითანამშრომლოს“, -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

 

როგორც დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, მას საქმის სრულად გამოძიებაში ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. როგორც გარდაცვლილის მამამ განაცხადა, თუ მის მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, კარავს თავადაც გაშლის.

 

„ჩემი აზრით, უნდა დაიწყონ იმ კარჩაკეტილი ხალხიდან, ვინც თავის შვილებს არ ათქმევინებენ, ან არ აძალებენ, ან არ სთხოვენ პასუხს.

 

აი, იქედან დაიწყება ყველანაირი თანამშრომლობა, თანადგომა, და ეს საქმე მივა ბოლომდე. ყველა ამბობს, რომ იქ იყო ძალიან ბევრი ბავშვი, პროკურატურამაც და ზაზამაც იცის, რომ 100 კაცამდე დაიკითხა, მაგრამ შედეგი რა არის? მთავარი არის ეს- მშობელია? მშობელს მოეთხოვოს მაშინ, შვილია? ჩემი ლევიკოს მეგობარია? მოწინააღმდეგე მხარეა? ყველა დაჯდეს და სიმართლე თქვას. აღარც ზაზა იქნება ასე გაუბედურებული და გასაცოდავებული .

 

ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და სუს-ის აგენტად მომნათლეს.

 

სასამართლოდან მაქსიმუმი იყო ჩემი მოლოდინი, იქიდანაც ვერ მივიღე მაქსიმუმი. მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყანა გარემოცულია ერთი დიდი ტრაგედიით, მე უკვე ვინც ხელს გამომიწოდებს, მთავრობა- იქ შეკრებილი ხალხი, ყველას ვეტყვი ჩემს სათქმელს. თუ მართლა კონსოლიდაციაა, თუ რამეს კითხვის ნიშანს სვამს ეს საქმე, ყველამ ერთად ავხადოთ ფარდა, და ამაში გვეხმარება ყველა- ხელისუფლებაც, არასამთავრობოც, თუ არ დამაკმაყოფილეს, მეც გავშლი კარავს’’, - განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი