logo_geo
მომავალი მთავრობის წევრთა ვინაობა ცნობილია
- +

3 ივნისი. 2018. 01:45

 

„ძვირფასო მეგობრებო, ვინაიდან ეროვნული გმირი ზვიად კუპრავა და მის ნებას დაქვემდებარებული ზაზა სარალიძე უკან აღარ იხევენ, დღევანდელი მთავრობა იძულებულია, ქუდი დაიხუროს და სახლში წავიდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი ხმალაძე წერს.

 

„როგორც სააგენტო „ლიდერს“ ინკოგნიტო წყარო უმხელს, „ნაცმოძრაობაში“ არა მხოლოდ დიდი ტაშ-ფანდურია, მთავრობაც კი უკვე დაკომპლექტებული გახლავთ:

 

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს თავად ზვიად კუპრავა,

 

მთავარი პროკურორი - ნიკოლოზ გვარამია,

 

უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური - ელეონორა კილაძე.

 

ძალიან გთხოვთ, როცა ბოლომდე ჩავალ, ტაში მერე დაუკარით!

 

მაშ ასე... ჯანდაცვის მინისტრი - კობა ხაბაზი,

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბადრი შუბლაძე,

 

შერიგების მინისტრი - მეგი გოცირიძე,

 

კულტურის მინისტრი - მაია ორჯონიკიძე,

 

საგარეო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ ვაშაძე,

 

ეკონომიკის მინისტრი - რომან გოცირიძე,

 

ფინანსთა მინისტრი - ლევან ხაბეიშვილი,

 

განათლების მინისტრი - სერგი კაპანაძე,

 

ლტოლვილთა მინისტრი - კოტიკო იოსელიანი,

 

ინფრასტრუქტურის მინისტრი - თინიკო ბოკუჩავა,

 

თავდაცვის მინისტრი - ნიკანორ მელია,

 

იუსტიციის მინისტრი - ნიკოლოზ მაჭუტაძე,

 

სასჯელაღსრულების მინისტრი - აკუ მინაშვილი.

 

აი, ახლა კი თამამად დასცხეთ ტაში, ამხანაგებო... დიდება ნათელ მომავალს... იხარე ჭერო, მოკვდი - მტერო... აააღსდექ, მუშავ, წამებულო!!!“ - წერს ხმალაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი