logo_geo
ხათუნა ხოფერია: 2016 წელს ყველა თავის ბუდეში იყო, მე მარტო ვიყავი - წელსაც...
- +

3 იანვარი. 2017. 10:09


 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, უკვე მეორე წელია ახალ წელს მარტო ხვდება. როგორც ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ოჯახის თითოეული წევრისთვის სანტა თვითონაა და ეს უკვე ტრადიციადაც ჩამოუყალიბდათ.

 

„ახალი წელი ძალიან მიყვარს. მაქვს ძალიან ლამაზი ნაძვის ხე ძვირფასი სათამაშოებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, შვილიშვილს, ნინას დარჩება. მოვა დრო, როცა ეს სათამაშოები სერიოზული საკოლექციო ნივთები იქნება.

 

ნაძვის ხე დახუნძლული უნდა იყოს სათამაშოებით, უნდა მოეფერო, სიყვარულით ააწყო. მაქვს კარგი საახალწლო ჭურჭელი, რომელიც ძალიან მიყვარს, ასევე - საახალწლო ბალიშები, მაგიდის გადასაფარებელი, ხელსახოცები... მთელი სახლი საზეიმოდ უნდა იყოს მორთული.

 

ოჯახის თითოეული წევრისთვის სანტა მე ვარ და, როგორც წესი, მეც მჩუქნიან საჩუქრებს. ესეც ჩვენი ოჯახის პატარა ტრადიციაა", - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა.


„იმდენ საჭმელს ვაკეთებ, შვილებს და შვილიშვილებს ვუგზავნი", - ამბობს ხათუნა ხოფერია და უნდა, მისმა შვილიშვილებმაც იცოდნენ, როგორ ამზადებს გოზინაყს. მას კი ახლაც ახსოვს ბებიას გაკეთებული გოზინაყის და საცივის გემო.     


„2016 წელს ყველა თავის ბუდეში იყო, მე მარტო ვიყავი. მერე მეგობრები მოვიდნენ. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მომეწონა ახალ წელთან მარტო შეგებება. წელსაც მარტო შევხვდები.

 

წინა წელს ლამაზად გაწყობილ სუფრასთან შევხვდი. დავლოცე ჩემი ოჯახის ყველა წევრი, საკუთარი თავი. მერე მოვიდა მეკვლე. მთელი ცხოვრებაა, ჩემთან მეკვლედ მოდის მაია გოგიჩაიშვილი, ჩემი ბავშვობის დაქალი, ჩემი უფროსი ვაჟის, რეზიკოს ნათლია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი წელი როგორი მექნება, მაია ყოველთვის მეკვლედ მოვა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ჰყავს, ერთი საათით მაინც მოდის ჩემთან, მერე ვათრობ და ისე ვუშვებ.

 

იმდენ საჭმელს ვაკეთებ, შვილებს და შვილიშვილებს ვუგზავნი. მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა იცოდნენ, როგორ ვამზადებ, მაგალითად, გოზინაყს. დღესაც მახსოვს ბებიაჩემის გაკეთებული გოზინაყის და საცივის გემო.

 

26 დეკემბრიდან ვიწყებ გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრას, საცივისთვის ინგრედიენტების მომზადებას, დავდივარ ბაზარში. 29-ში ვაკეთებ გოზინაყს, 30-ში, დილით - საცივს. 31-ში, პრაქტიკულად, ყველაფერი მზად მაქვს. ახალი წლის დადგომამდე ერთი საათით ადრე, ღომს ვდგამ ცეცხლზე.

 

მინდა, იყოს მშვიდი წელი და გვქონდეს სტაბილურობის განცდა. ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს!" - განაცხადა ინტერვიუში ხათუნა ხოფერიამ. 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი