logo_geo
გურამ გირგვლიანი: „ნაცები“ სარალიძეს ბოლოს ეტყვიან - „წადი შენი, შენ შენი საქმე უკვე გააკეთე!“
- +

4 ივნისი. 2018. 18:39

 

 

მოკლული სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე აქციებზე ისაუბრა. როგორც გირგვლიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძის გამოყენებას ცდილობს.

 

„კარგად გახსოვთ, ცხონებული ირინა ენუქიძე ნინო ბურჯანაძეს და ვის არ ეხვეწებოდა, მაგრამ ხელისუფლებიდან არავინ ხვდებოდა. ზაზა სარალიძეს ეს პრობლემები არ უდგას... ცხადია, იმ საცოდავ ბავშვს ამით არაფერი ეშველება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ხალხის პროტესტზე რეაქცია ჰქონდა. ჩემი შვილის მკვლელობაც არ არის გამოძიებული და დღემდე არ ვიცი, ვინ მოკლა სანდრო! ზაზა სარალიძის უბედურება ის არის, რომ „ნაცები“ მის გამოყენებას ცდილობენ! სულ ზვიად კუპრავას სიფათი როგორ უნდა ჩანდეს ყველგან? ეგ კაცი სარალიძეს რა რჩევებსაც მისცემს და რასაც დაარიგებს, ხომ ხვდებით? კი, ზაზა სარალიძემ თქვა, ჩემთვის სულერთია, ვინ დამიდგება გვერდით, მთავარია, სიმართლე ვიპოვოო, მაგრამ „ნაცები“ მაგას სიმართლეს აპოვნინებენ? „ნაცები“ სარალიძეს ბოლომდე გამოიყენებენ და ბოლოს ეტყვიან - „წადი შენი, შენ შენი საქმე უკვე გააკეთე!“ - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი