logo_geo
გურამ გირგვლიანი: „ნაცებო“, უკანასკნელი ნაძირლები და მკვლელები ხართ!
- +

5 ივნისი. 2018. 14:37

 

მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

როგორც გურამ გირგვლიანმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანისა და ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

 

„ეს საცოდავი კაცი ზაზა სარალიძე იმ მიტინგზე ასე უცბად მიკროფონებს, კარვებსა და ათასნაირ აღჭურვილობას ვერ მოიტანდა. ყველაფერი „ნაცებმა“ გააკეთეს, რომლებიც სარალიძეს ეუბნებიან - „აი, ახლა შენ აქ გამოდი! ეს თქვი! ასე მოიქეცი! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მივაწვებით ისე, რომ გირგვლიანის ამბავი მონაგონი იქნება!“ ჯერ ერთი, სანდროს და ამ საცოდავი ბავშვების მკვლელობის ერთმანეთთან შედარება როგორ შეიძლება? ჩემი შვილი მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, ხოლო ხორავას ქუჩაზე ბავშვები შეეწირნენ ქუჩურ გარჩევას!

 

„ნაცებო“, უკანასკნელი ნაძირლები და მკვლელები ხართ, ამ საცოდავი კაცის უბედურებით ფონს გასვლას რომ ცდილობთ!“ - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი