logo_geo
მთვარისა ნავერიანი: მოძალადე გვარამიამ გარეთ უნდა იაროს?! ამოიღეთ ხმა!
- +

5 ივნისი. 2018. 17:29

 

 

გაზეთ „ქვემო ქართლის“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა მთვარისა ნავერიანმა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გვარამიას დასჯას მოითხოვს.

 

„მოვითხოვ ნიკა გვარამიას დასჯას! არამზადა გვარამიამ საჯაროდ დედა მაგინა და მცემა! ამას შევარჩენ?! რომ ჰკითხო, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის!

 

მინდა, მივმართო ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მთელმა საქართველომ ნახა, როგორ მცემა გვარამიამ - ეს არ არის ქალზე ძალადობა?! ამოიღეთ ხმა!

 

მინდა, მივმართო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასე რომ ეფოფინებიან „რუსთავი 2“-ს, „თავისუფალი სიტყვის მედროშე“ არისო - მე თავისუფალი გამოხატვის უფლება არ შემიზღუდა ამ გარეწარმა გვარამიამ?! ამოიღონ ხმა!

 

ნიკა გვარამია ციხეში უნდა ჩავსვა! ამათ გამო „ქართული მარშის“ უდანაშაულო ბიჭები ორი თვეა, ციხეში ჰყავთ გამოკეტილი და ამ მოძალადე გვარამიამ გარეთ უნდა იაროს?!“ - განაცხადა ნავერიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი