logo_geo
ირაკლი გურჩიანი ზაზა სარალიძეს: გაემიჯნე „ნაციონალებს“, მაგ სამარცხვინო „სასტავს“, არადა...
- +

5 ივნისი. 2018. 18:55

 

ბიზნესმენი, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

 

„შეძრული ვარ იმ უსამართლობით, რაც დღეს საქართველოში ხდება! სულითა და გულით ზაზა სარალიძის გვერდით ვარ, თუმცა, აქციაზე წასვლისგან მაქსიმალურად ვიკავებ თავს. იქ ისეთი სისხლიანი და ამორალური სახეები მიდიან და სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ, მათ გვერდით ნადვილად ვერ დავდგები. მინდა, „ნაციონალებს“ მივმართო: ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვეღარასოდეს მოიპოვებთ ერის ნდობას. ზაზას კი ვეტყვი: ზაზა, შენს გვერდით მიგულე, მაგრამ იმ ხალხთან, ვინც 300 ახალგაზრდა მოგვიკლა, ვერ დავდგები, მიუხედავად იმისა, რომ დაიჩაგრე, ვერანაირად დავუჭერ მხარს იმ მოწოდებებს, რაც ამ სისხლიანი „ნაცების“ ჯოგისგან ისმის, ყორნებივით რომ გეხვევიან თავს. გაემიჯნე მაგ სამარცხვინო „სასტავს“ და მთელი ქალაქი დაგიდგება გვერდში. არადა, დარჩები ისევ მაგ მკვლელების ამარა!

 

შეხედეთ, ტელევიზიით ლაშა ბუღაძე გამოდის! ამასთან ერთად როგორ დავდგე? ამას არაფერი ქართული არ უყვარს, არაფერი ეროვნული არ სცხია! ლექსებს ტუალეტში წერს და ტუალეტში იღებს განათლებას! არ მინდა, ტუალეტში განათლებულის გვერდით დავდგე! არ მინდა, სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელების გვერდით დავდგე! მაპატიეთ და ვერ დავდგები „ლგბტ“ პირებისა და ნარკომანების უფლებადამცველი ბაია პატარაიას გვერდით!“ - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი