logo_geo
ჯაბა ხუბუა: ხელისუფლება სააკაშვილის ნეონაცისტურ ბანდას რომ ჰგავდეს, 31 მაისს ის მოხდებოდა, რაც მესამე რაიხში 84 წლის წინათ...
- +

6 ივნისი. 2018. 15:12

 

 

„1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული სისხლიანი რეპრესია, რომელსაც ოთხმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისტორიაში „გრძელი დანების ღამის“ სახელით არის შესული, ხოლო იმას, რაც 2018 წლის 31 მაისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა, შეგვიძლია, „მოკლე დანების ღამე“ ვუწოდოთ“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„31 მაისს რუსთაველის გამზირზე „მოკლე დანების ღამე“ შვილმკვდარი და სამართალწართმეული მამის ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციას გასცდა და ბინძური ნაცსექტის პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა.

 

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჰიტლერის ნაცისტურ რეჟიმს ან თუნდაც სააკაშვილის ნეონაცისტურ ბანდას რომ ჰგავდეს, 31 მაისს ქართული „მოკლე დანების ღამე“ გერმანულ „გრძელი დანების ღამეში“ გადაიზრდებოდა და ის მოხდებოდა, რაც მესამე რაიხში 84 წლის წინათ მოხდა.

 

შეგახსენებთ, რომ ჰიტლერის ფაშისტურმა რეჟიმმა, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გამყარება გადაწყვიტა და ამ მიზნით, თავისივე ნაცისტური პარტიის სამხედრო ფორმირებას - ე.წ. მოიერიშეებს მუსრი გაავლო.

 

საქმე ის არის, რომ ჰიტლერის პარტიის გასამხედროებული ფრთა, რომელიც „მოიერიშეებისა“ და „ყავისფერპერანგიანთა“ სახელით იყო ცნობილი, დამოუკიდებლობისაკენ ილტვოდა და ქუჩაში არეულობების მოწყობაზე იყო ორიენტირებული, რასაც მესამე რაიხის ფიურერი საკუთარი ძალაუფლებისათვის საფრთხედ განიხილავდა. ჰიტლერს განსაკუთრებით არ მოსწონდა „მოიერიშეთა“ ლიდერის ერნესტ რემის დოქტრინა, რომელიც მეორე რევოლუციის აუცილებლობას ქადაგებდა, რათა „კეთილდღეობის გადანაწილება“ მომხდარიყო. კერძოდ, რემი თვლიდა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლით მხოლოდ ნაციონალისტური რევოლუცია მოხდა და სოციალიზმის ასპექტი უგულებელყოფილ იქნა.

 

1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჰიტლერის რეჟიმმა „მოიერიშეთა“ მიმართ სისხლიანი კამპანია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინიმუმ 85 „ყავისფერპერანგიანი“ დახვრიტეს, ხოლო ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. სწორედ ამ მოვლენის კვალდაკვალ დაიბადა გერმანულ ენაში ფრაზეოლოგიზმი „გრძელი დანების ღამე“, რაც შურისძიებისა და ხოცვა-ჟლეტის მეტაფორული გამოხატულებაა“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი