logo_geo
ჯაბა ხუბუა: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს!
- +

6 ივნისი. 2018. 18:55

 

 

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს - მალხაზ მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადება, რომ მას თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქება და ტერორისტული აქტის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი, უნდა გახდეს თუ არა გამოძიების საფუძველი და მაჩალიკაშვილთან ერთად უნდა დაიკითხოს თუ არა ყველა ის პირი, რომელსაც, მაჩალიკაშვილისვე თქმით, ტერაქტის მოწყობაზე ფიცი ჰქონდა დადებული?!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს და აქვე, მალხაზ მაჩალიკაშვილს კითხვით მიმართავს:

 

„და ბოლოს, ერთი კითხვა მალხაზ მაჩალიკაშვილს - თქვენი შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე რატომ ახდენდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტული ვიდეოკლიპების ტირაჟირებას და რა კავშირი ჰქონდა საერთაშორისო დონის ტერორისტის ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან, რომლის წევრებთან ერთადაც თბილისში გადაადგილდებოდა?

 

ბატონო მალხაზ, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ თქვენი ვაჟის დაღუპვის გამო და გისურვებთ, რომ პირუთვნელი და ობიექტური სიმართლე მალე საქვეყნოდ გამოაშკარავდეს!

 

ალაჰი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განაცხადა, რომ მას და მის მეგობრებს თბილისში, სუს-ის შენობაში ტერორისტული აქტის განხორციელება ჰქონდათ დაგეგმილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი