logo_geo
საბერძნეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ციანიდით მოწამლეს
- +

6 ივნისი. 2018. 23:39

 

 

გაზეთი „ვერსია” წერს ერთი წლის წინ საბერძნეთში გარდაცვლილი კანონიერი ქურდის სიკვდილის მიზეზისა და ამ მიზეზით გამოწვეული პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ წერს.

 

გამოცემა გარდაცვლილი ახლობელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საბერძნეთის ექსპერტიზა კრიმინალური ავტორიტეტის სიკვდილის მიზეზად ციანიდს ასახელებს. ვერსიის პროგნოზით, ფაქტი კრიმინალურ სამყაროში კიდევ ერთ დაპირისპირებას გამოიწვევს.

 

„დაახლოებით ერთი წლის წინ, საბერძნეთში მოულოდნელად ერთ-ერთი კანონიერი ქურდი გარდაიცვალა. მაშინ ითქვა, რომ გარდაცვლილს გულის შეტევა დაემართა, მერე თქვეს – ნარკოტიკების მოხმარების შედეგად დაიღუპაო და ეს მაშინ, როცა გარდაცვლილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და არც ნარკოტიკებეს ეტანებოდა.

 

ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, საბერძნეთის ექსპერტიზის ბიურომ საქართველოში დასაკვნა გამოგზავნა, სადაც გარდაცვალების მიზეზად მოწამვლა წერია და მომწამვლელ ნივთიერებად ციანიდია მითითებული. ლოგიკურია ციანიდი მას სპეციალურად მიაღებინეს. ცნობილია იმ ორი ადამიანის ვინაობაც, ვინც გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მასთან იმყოფებოდა. აქედან ერთი მალევე წავიდა, მეორე კი სიკვდილის წუთებშიც მასთან იყო. სწორედ ეს უკანასკნელი მაშინ კანონიერმა ქურდებმა სასტიკად სცემეს, თითებიც კი დააჭრეს, მაგრამ მან გარდაცვალებაზე ვერაფერი თქვა.

 

ექსპერტიზის დასკვნა ნამდვილი შოკი იყო ახლა ყველა იმის გახსენებას ცდილობს, ვისთან ჰქონდა დაძაბულობა გარდაცვლილს. მისმა მეგობრებმა ასეთი სამი ქურდი გაიხსენეს და ისიც თქვეს, რომ “სხადნიაკის” შემთხვევაში, ის სამი ქურდი ტიტულის გარეშე დარჩებოდა. ჰოდა დიდი შანსია, მკვლელობაში ერთის, ორის, ან ასმივეს ხელი ერიოს. თუ ეს დამტკიცდა, ყველა წესით, ქურდის მკვლელს , რაც კრიმინალურ სამყაროში კიდევ ერთ ომს გამოიწვევს.სიკვდილი ეკუთვნის.

 

საინტერესოა ის ფაქტიც რომ გარდაცვლილის ოჯახი საქმის გამოძიებას არა სამართალდამცველებს, არამედ შვილის მეგობრებს სთხოვს. ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია არაფრის გამომძებელია და თუ ვინმეა დასასჯელი, ამას ყველაზე კარგად სწორედ გარდაცვლილის მეგობრები გააკეთებენ”, – ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი