logo_geo
კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანების ხასიათი
- +

3 იანვარი. 2017. 00:01


 


ჟურნალ „თბილისელების" ერთ-ერთ რუბრიკაში, რომელსაც თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უძღვება, საუბარია კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანების ხასიათის შესახებ.


„ყველაზე მომხიბვლელები და მიმზიდველები ვირთხის, დრაკონისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები არიან. მათ შესწევთ უნარი, საპირისპირო სქესს თავი დააკარგვინონ. ისინი ყველა პრობლემის გადაწყვეტისას ორიგინალურ ხერხებს მიმართავენ. ასევე, ხშირად ჭირვეულობენ, ცრემლებს ღვრიან და ისტერიკაში ვარდებიან. შეუდარებელნი არიან ქორწინებაში, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში უწევთ ცხოვრება.

 

რომანტიკულები არიან ვეფხვის, ცხენის და ძაღლის წლებში დაბადებულები. ისინი შეუდარებელი მეოჯახეები, კარგი მეუღლეები, დედები და ქმრები არიან. მათ სასიყვარულო ვნებას ყველა როდი უძლებს. შესაბამისად, ვერც სათანადოდ პასუხობენ მათ მოთხოვნებს. მათ მუდამ კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. მთელი სიცოცხლე იბრძვიან და ცდილობენ, იდეალური მეორე ნახევრის პოვნას.

 

ძლიერ ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველის და მამლის წელიწადში დაბადებულები. ცვალებადი ბუნებისანი არ ელიან, როდის შეიყვარებენ. მათ თავად უყვარდებათ და შემდეგ იბრძვიან ამ სიყვარულისთვის. ამის გამო, ვეღარ ხედავენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებს და ბევრი რამის მიტევებაც შეუძლიათ. ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ოჯახში და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ამ ნიშნით დაბადებულების უმრავლესობა დასახულ მიზანს აღწევს.

 

კატის, თხის და ტახის წელიწადში დაბადებულები საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან. მათი გარეგნული სიმშვიდის მიღმა მისტიკური აზროვნება, ჯადოქრული ძალა და საპირისპირო სქესზე ბატონობის უნარი იმალება. არ უყვართ, როცა რამეს უკრძალავენ. მეტად სექსუალური და თბილი არიან საყვარელი ადამიანის მიმართ. ისინი ქორწინებაშიც ინარჩუნებენ გრძნობას, როგორც სულიერი, ისე ინტიმური ურთიერთობისას იდეალურ ჰარმონიას ქმნიან", - წერს რუბრიკაში მიხეილ ცაგარელი. 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი