logo_geo
გია ხუხაშვილი: ეს საგამოძიებო კომისია სიმახინჯეა და შსს-მ ჰაერში უნდა დატოვოს!
- +

9 ივნისი. 2018. 01:59

 

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი, საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა, „სიმახინჯეს“ უწოდებს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა.

 

„მე ვფიქრობ, რომ ამ ბოკერიას ჯგუფთან ერთად, „ქართული ოცნების“ გარკვეულ ჯგუფს, რაღაც პოლიტიკური თამაში აქვთ დაწყებული, მაგრამ ეს უმრავლესობის უმრავლესობა როგორ გააბრიყვეს, რომ ამაზე ხელი მოაწერინეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს რისკები რომ გადაილახოს, შსს-ს მოვუწოდებ, რომ ძალიან სწრაფად იმოქმედოს და ყველაფერი დადოს, რომ ეს კომისია, ეს „სიმახინჯე“, ჰაერში დატოვოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი