logo_geo
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის „ტაქსი“?
- +

10 ივნისი. 2018. 03:01

 

„სატაქსომოტორო საქმიანობა, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან დაკავებულნი და ამით ოჯახებს ინახავენ, უკონტროლო სფერო იყო“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა შალვა ოგბაიძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში განაცხადა.

 

„მას თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგალითად, ტექნიკური დათვალიერებისგან გათავისუფლება ან 5-ლარიანი დაზღვევა, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო და ასევე, 17 წლის ადამიანებისთვის მართვის მოწმობის იოლად აღების უფლება - ეს ყველაფერი სოციალურ პაკეტად იყო წარმოჩენილი, ამ სფეროს რეგულირებაც - მათ შორის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. ტაქსაობა მეტად საპატიო და მძიმე შრომაა. თვითონ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მოითხოვდნენ, რომ შეგვემუშავებინა რეგულაციები, კონკრეტული წესები, რომლებითაც ადამიანებს, რომლებმაც არც მართვა იციან, არც მანქანა უწყობს ხელს და არც ჯანმრთელობა, აეკრძალებოდათ “ტაქსაობა”.

 

უნდა განისაზღვროს შემდეგი:

 

პირველი - როგორი უნდა იყოს თბილისის „ტაქსი“, როგორც ბრენდი;

 

და მეორე - რა გამოცდილებასა და უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ამ სერვისს შესთავაზებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

აქვე, შალვა ოგბაიძემ განმარტა ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს „ტაქსი“.

 

„ავტომობილი უნდა იყოს აუცილებლად გამართული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება არც ისე რთულია; მუხრუჭი, სანათი ხელსაწყოები, გამონაბოლქვი, ვიზუალური მხარე, მინები მხედველობას არ უნდა ზღუდავდეს. უმთავრესი კომპონენტია მძღოლის უნარები: 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს, არ უნდა ჰქონდეს უფლება, მართავდეს „ტაქსის“. „ტაქსის“ მძღოლს პირველადი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს, ამას კანონი გვავალდებულებს. „ტაქსისტებზე“ ძველად იღებდნენ ფილმებს, რომლებშიც ისინი დადებითი პერსონაჟები იყვნენ, ფსიქოლოგებიც კი. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ადამიანი უჯდება მას ავტომობილში დღის განმავლობაში - ახალგაზრდა, მოხუცი, ტურისტი… აღელვებული, ნასვამი და სხვ. მთავარია, „ტაქსის“ მძღოლმა იცოდეს დედაქალაქის ქუჩები. თანამედროვე ეპოქაში სანავიგაციო ტექნოლოგიების გამოყენება არ არის რთული, მაგრამ თბილისში მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილები „ტაქსის“ მძღოლმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ჩვენი მოქალაქეების ლეგიტიმური უფლებაა, რომ კომფორტულად იმგზავრონ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი